რაიან ლოხტე 10 თვით დაისაჯა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოცურავემ რაიან ლოხტემ ათთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, - წერს USA Today. ასევე სანქციები გამოუტანეს კიდევ სამ მოცურავეს - გუნარ ბენცს, ჯეკ კონგერსა და ჯეიმს ფეიგენს. ამ სასჯელის გამო, ლოხტეს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, ოლიმპიადის დროს, ლოხტემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელს რიოში თავს დაესხნენ. ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ეს ტყუილი თავისი უღირსი საქციელის გადასაფარად დასჭირდა.

თავდაპირველად, აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთხი მოცურავე14 აგვისტოს, ღამით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენცი, კონგერი, ლოხტე და ფეიგენი
წვეულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში ბრუნდებოდნენ. ტაქსი, რომლითაც სპორტსმენები მგზავრობდნენ, შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს, რომლებიც ამერიკელებს პოლიციის თანამშრომლებად წარუდგნენ. მძარცველებმა მოცურავეებს ფული და სხვა პირადი ნივთები მოთხოვეს.

მოგვიანებით გაირკევა, რომ სპორტსმენები არ გაუქურდავთ, არამედ ჯარიმა გადაახდევინეს ავტოგასასამრთ სადგურზე მიყენებული ზარალისთვის.

რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ლოხტესა და ფეიგენს ბრალი წაუყენა ცრუ ჩვენებების მიცემისთვის. მოგვიანებით. აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბრაზილიურ მხარეს ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული