ლაშა ტალახაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ტალახაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- ლაშა, გილოცავ ახალ წელს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც 2016 წელს მოგვანიჭე ქართული სპორტის ქომაგებს. 2016 წლის წარმატებებზე ბევრი გკითხეს უკვე და ამომწურავი პასუხი გაეცი. ასევე, იმედიანად ვარ განწყობილი შენი პასუხებიდან, რომ იგივე შემართება გექნება და კვლავაც არაერთხელ შეძლებ ჩვენ გახარებას. იქიდან გამომდინარე, რომ
ოლიმპიადაზე ადვილად დაძლიე შეკვეთილი წონები და აშკარად მომატების დიდი პოტენციალი გაქვს, დაისახავ თუ არა მიზნად მსოფლიო რეკორდის 500 კგ-მდე გაუმჯობესებას?
- ჩემი მიზანი ყველა ტურნირიდან ოქროს მედლით დაბრუნებაა. თუ შანსი მომეცა რეკორდის გაუმჯობესების, ვეცდები, გამოვიყენო ის. მთავარია, შესაბამის ფორმაში ვიყო.

500 კილოგრამის დამუშავება ყველასთვის წარმოუდგენელია. ალბათ, ყველა ადამიანში არსებობს ზღვარი, რომლამდეც შეიძლება მივიდეს, შემდეგ კი ამ შედეგის გაუმჯობესებას წლები მოანდომოს.

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ზღვარი არ ამოწურულა. თავადაც ვხვდები, რომ მეტი შემიძლია. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, ძალოსნობაში 25-26 წლის ასაკში მოდის კაცური ძალა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეკორდსაც მოვხსნი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მჯერა,რომ ლაშა უახლოეს მომავალში 267 კილოგრამს აწევს.
წარმატებები.
გია
12:36 20-01-2017
0
მარტო 1 შეკითხვას ჰო არ უპასუხებდა, სხვა კითხვებზეც დადეთ რა პასუხები.
giga
12:34 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული