კვირას, 12 საათზე დარბაზის გახსნას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დარბაზი კასპის მუნიციპალიტეტის დახმარებით იხსნება.
ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი):
"კასპში ახალი დარბაზის გახსნა აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთლიანად, საქართველოში ძალოსნობის განვითარებას.
ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე
დარბაზში თითქმის ყველაფერი მზად არის. ველოდებით კვირას და სტუმრებს".
დარბაზში ივარჯიშებენ ადგილობრივები და ნებისმიერი, ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნება. ლოკაციაზე იმუშავებს გამოცდილი მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი.
გახსნას დაესწრება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია