
ქართველმა მძიმეწონოსანმა 217 კგ დაძლია და უწინდელი რეკორდი, რომელიც ირანელ ბეჰდად სალიმის ეკუთვნოდა, კილოგრამით გააუმჯობესა.
23 წლის ქართველმა ძალოსანმა სპლიტში გამართული ჩემპიონატი აშკარა უპირატესობით მოიგო. ორჭიდში მან 467 კგ (2017+250) აჩვენა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.