ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოში გრძელდება ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 20 ივნისს 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ათლეტმა რეზი დავითაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - ჯერ 154 კილოგრამი, მერე 159 და 162 კილო აიტაცა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მეორე-მესამე ადგილებზე ფარეს იბრაჰიმ ელბახი (ყატარი, 160) და კეიდომარ ჯოვანი ვალენილა სანჩესი (ვენესუელა, 156) გავიდნენ.

აკვრაში დავითაძემ მხოლოდ 185-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, რაც მე-9 შედეგი იყო. ორჭიდში მან 347 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონობა ფარეს იბრაჰიმ ელბახმა (353 კგ) მოიპოვა. 348 კილოგრამით მეორე იყო კეიდომარ
ჯოვანი ვალენილა სანჩესი.

მსოფლიოს პირველობაზე კიდევ სამი ქართველი მოსინჯავს ძალებს: 105 კილოში იასპარეზებენ დავით ხეცურიანი (20-წლამდელებში ევროპის ვერცხლისპრიზიორი) და ირაკლი ჩხეიძე (ჭაბუკებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი), ხოლო მძიმე წონაში (+105) საქართველოს სპორტულ ღირსებას ახალგაზრდებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე დაიცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული