ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ წონითი კატეგორიის ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ 167/ 171 კგ დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლის მფლობელმაც იგივე წონა დაძლია, თუმცა ძალოსნობის წესების მიხედვით, მედალი მას იმიტომ მიენიჭა, რომ წონა რეზიმდე დაძლია.
დავითაძემ აკვრაში თავი 198 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-4 საფეხურზე დადგა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 369 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.