თბილისმა კვარცხლბეკი დაიბრუნა

AutoSharing Option
საქართველოში ძალოსნობის გამოცოცხლება ბოლო ხანებში აშკარად შესამჩნევია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტრადიციულ ცენტრებში, მაგრამ გაჩნდა ახალი კერებიც, რაც უდავოდ მისასალმებელია. კარგა ხანს თბილისშიც კი მინელებული იყო ყურადღება სპორტის ამ ოლიმპიური სახეობისადმი. დედაქალაქის მერიაში შემუშავებული პროგრამით, რაც საფუძვლად დაედო სპორტის როგორც ინფრასტრუქტურას, ისე კადრების დასაქმებას, ძალოსნობამაც იხეირა. ხუთ მწვრთნელს ხელფასი დაენიშნა, ტარდება შეჯიბრებები და, აი, ამ დღეებში გამართულ 20-წლამდელთა საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე თბილისმა კვლავ დაიბრუნა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური გუნდურ პირველობაში, ოთხ წონით კატეგორიაში პირად პირველობაში გამარჯვებული ჰყავს, სამი - მეორე, სამიც
მესამე პრიზიორი გახდა.

ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რომ თბილისი წარმატების გზაზე ძალოსნობაში და სპორტის ბევრ სხვა სახეობაში მერიის სოციალური დაცვისა და კულტურის სამსახურმა (უფროსი მამუკა ქაცარავა) და ამავე სამსახურის სპორტის ყოფილმა და ამჟამინდელმა თავკაცებმა ზაზა დოლიძემ და მერაბ ჩიქობავამ გაიყვანეს.

საქართველოს პირველობა ქუთაისში ჩატარდა და მასში ქვეყნის 10 რეგიონის 103 ათლეტი მონაწილეობდა.

გუნდური ადგილები ასე განაწილდა: 1. თბილისი-119, 2. საჩხერე-94, 3. აჭარა-93. მესამე პრიზიორს მხოლოდ ქულით ჩამორჩა ქუთაისი.
პირადი პირველობა. 56 კგ: 1. თორნიკე თოდაძე (საჩხერე)-198, 2. რამინ შამილიშვილი (აჭარა)-198 (პირველობის ბედი პირად წონაში სხვაობამ გადაწყვიტა), 3. ლერი ბენდელიანი (წყალტუბო)-166.

62 კგ: 1. გიორგი გრძელიშვილი (საჩხერე)-245, 2. ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი)-208, 3. ნუგზარ ლორთქიფანიძე (აჭარა)-185.

69 კგ: 1. ლაშა კოპალიანი (თბილისი)-255, 2. დავით ხარატიშვილი (აფხაზეთი)-245, 3. კახა თურმანიძე (თბილისი)-244.

77 კგ: 1. რომა სარქისიანი (თბილისი)-251, 2. თემურ პერტაია (ზუგდიდი)-250, 3. გიორგი რომელაშვილი (თბილისი)-237.

85 კგ: 1. ნიკა წიკლაური-272, 2. ლაშა ქამუშაძე (ორივე-თბილისი)-265, 3. ლევან შაინიძე (აჭარა)-250.

94 კგ: 1. ნიკა ნანაძე-288, 2. დავით ცარციძე-265, 3. ბექა ჩახაია (სამივე-თბილისი)-252.

105 კგ: 1. ბექა ბახტურიძე (მარნეული)-320, 2. ჯაბა აბულაძე (აჭარა)-220, 3. მირიან ნოზაძე (საჩხერე)-180.

მძიმე (+105): 1. გიორგი თურმანიძე (თბილისი)-265, 2. გოგა ფიფია (ქუთაისი)-255, 3. შოთა ალიბეგაშვილი (წყალტუბო)-232.

`შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩატარდა. რაც მთავარია, პროგრესია მასობრიობაშიც და ოსტატობაშიც. შედეგებით კმაყოფილი დავრჩით. შესანიშნავი თაობა მოდის, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასახელო ტრადიციებს დავიბრუნებთ~ _ გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ.

თენგიზ გაჩეჩილაძე



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული