საქართველოს ძალოსნებს ზუგდიდი უმასპინძლებს

AutoSharing Option
4-5 ოქტომბერს ზუგდიდის სპორტის სასახლე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ქვეყნის 100-მდე ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება, 14:00 საათზე კი ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

ქართველ ძალოსნებს 2011 წლის მთავარი ტურნირი ნოემბერში ელით - 5-13 ნოემბერს პარიზი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. 4-5 ოქტომბერი. ზუგდიდი, "სპორტის სასახლე

4 ოქტომბერი - 56 კგ, 62 კგ, 69 კგ, 77 კგ

5 ოქტომბერი - 85 კგ, 94 კგ,
105 კგ, + 105 კგ

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული