ქართველ ძალოსანთა შვიდეული ანტალიაში

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის – ალეკო ნოზაძის თავკაცობით(მწვრთნელები – გიორგი ცირეკიძე, ავთანდილ გახოკიძე) თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება. ამ შეჯიბრებისთვის ჩვენი სპორტსმენები თვე-ნახევრის განმავლობაში ჩაქვში ემზადებოდნენ. თურქეთში საქართველოს ღირსებას დაიცავენ: რაულ ცირეკიძე (85 კგ), თემურ ჩხეიძე (94), ვაჟა ღონღაძე (94), გიორგი მაჭავარიანი (94), თემურ გოგია (105), ირაკლი თურმანიძე (+105) და ლაშა ტალახაძე (+105).

წლევანდელ ასპარეზობაზე მოგროვებული ქულები მომავალი წლის ჩემპიონატის შედეგებს დაემატება და საუკეთესოები ლონდონის საგზურებს დაიმსახურებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული