ქუთაისში 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

AutoSharing Option
ქუთაისის მერიაში გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძემ, ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ და სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაციის თავკაცმა რეზო რობაქიძემ სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

10 საუკეთესო სპორტსმენს, რომლებიც გასული წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ, 800-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო მათი მწვრთნელები 400 ლარით დაჯილდოვდნენ.

სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდნენ ის წარმატებული სპორტსმენებიც, რომლებიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ.

ქუთაისური სპორტის
ხელმძღვანელები სპორტსმენებს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დაჰპირდნენ. მათი თქმით, ქუთაისის თვითმმართველობისთვის სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და მისი განვითარებისთვის სამომავლოდაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. წამახალისებელი აქციით სპორტსმენებიც კმაყოფილნი დარჩნენ.

"ჩემთვის საამაყოა, რომ ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს. ეს აღიარება მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს. ვეცდები, სამომავლოდ უკეთესი შედეგები ვაჩვენო და ჩემს ქალაქს უფრო დიდი წარმატებები მოვუტანო" - აღნიშნა ქუთაისის გასული წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი რაულ ცირეკიძეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული