ესტონეთის დედაქალაქი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობას მასპინძლობს. 25 სექტემბერს 23-წლამდელებში ჩვენებურთაგან ქუთაისელმა გიორგი ლომთაძემ იასპარეზა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
მესამე ცდაზე მან 148 კილოგრამი აიტაცა, რამაც ქართველ სპორტსმენს მცირე ოქროს მედალი მოუტანა.
146 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა ადრიან ჩისოუმ (რუმინეთი), 145 კილოგრამით მესამე იყო ალეხანდრო გონსალესი (ესპანეთი).
მართალია, ამდენივე აიტაცა იანდერ ბეითულამ (ბულგარეთი), მაგრამ იგი კონკურენტზე 0,25 გრამით მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.
აკვრაში ქართველი
328 კილოგრამით მეორე ადგილზე გიორგი ლომთაძე გავიდა, 326 კილოგრამით მესამე იყო იანდერ ბეითულა. აკვრაში 181-181 კილოგრამით ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, ანგელოს კანავასმა (საბერძნეთი) და ბეითულამ გაინაწილეს.
27 სექტემბერს ტალინურ ფიცარნაგზე 105 და +105 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ. ქართველთაგან ვილიამინ ალექსიძე (აჭარა) და ლაშა ტალახაძე (საჩხერე) იბრძოლებენ მედლებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"