ევროპის ჩემპიონატი: რამინ შამილაშვილი ორჭიდში მერვეა

AutoSharing Option
ხორვატიის ქალაქ სპლიტში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე) ხუთი წარმომადგენელი მოსინჯავს ძალებს.

ჩვენებურთაგან ფიცარნაგზე პირველი გავიდა რამინ შამილიშვილი (62 კგ). მან ექვსივე ცდა გამოიყენა. ჯერ 117, შემდეგ 121 და 123 კილოგრამი აიტაცა, რაც მხოლოდ მე-9 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. ამ მოძრაობაში 135 კილოგრამით საუკეთესო იყო თურქი ბუნიამი სეზერი. მეორე-მესამე ადგილებზე ფელიქს ხალიბეკოვი (რუსეთი, 131) და ჰურსით ატაკი (თურქეთი, 130) გავიდნენ.

აკვრაში შამილიშვილმა მესამე ცდაზე 147-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. აქ ოქრო 160 კილოთი ატაკს ერგო, სამი კილოთი ნაკლები
ასწია დიმიტრის მინასიდისმა (კვიპროსი), რომელსაც ვერცხლი ხვდა; სამმა ძალოსანმა 154-154 კილო აკრა. მათში ყველაზე მსუბუქი 18 წლის ბულგარელი სტილიან გროზდევი აღმოჩნდა და მესამე ადგილზეც ის გავიდა.

ორჭიდის ჯამში კი ადგილები ასე განაწილდა:
62 კგ. 1. ჰურსით ატაკი (თურქეთი) - 290 (130+160); 2. ბუნიამი სეზერი (თურქეთი) - 289 (135+154); 3. ფელიქს ხალიბეკოვი (რუსეთი) - 285 (131+154); 8. რამინ შამილიშვილი (საქართველო) - 270 (123+147)

5 აპრილს სპლიტში გიორგი ლომთაძე (77), ხოლო 7 აპრილს ანასტასია გოტფრიდი (90) იასპარეზებს. შეჯიბრების ბოლო დღეს - 8 აპრილს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ირაკლი თურმანიძე (ორივე - მძიმე წონა) იბრძოლებენ მედლებისთვის.

* * *
ტაილანდურ ბანგკოკში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს პირველობა დაიწყო. ჩვენი გუნდის (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა) წევრთა ტურნირზე გამოსვლის გრაფიკი ასეთია: 6 აპრილი - გურამ გიორბელიძე (62 კგ), 7 - არჩილ მალაყმაძე და კახი ასანიძე (ორივე-69 კგ), 8 - ედუარდ კაკაბაძე და ლომია თებიძე (ორივე-77), 9 - ლაშა თაქთაქიშვილი (85), 10 აპრილი - ზაზა ლომთაძე (94) და თორნიკე ტაბატაძე (+94).

ახალგაზრდა სპორტსმენები 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშების (არგენტინა) ლიცენზიებისთვის იბრძვიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შამილაშვილები ქოულეთში 300-მდე კაცი ცხობრობს
ავთო აჭარელი
11:12 05-04-2017
0
შამილაშვილი ქართული გვარი არ არსებობს!
zurab
14:31 04-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული