დავით გოგიამ ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
18 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 105 კგ წონით კატეგორიაში ატაცში მესამე შედეგი აჩვენა და მცირე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა დავით გოგიამ, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა ახლახან დაუმთავრდა.

გოგიამ 210 კგ აიტაცა, ჯამში კი 391 კგ (181+210) აჩვენა და საბოლოოდ მე-9 ადგილს დასჯერდა. ჩემპიონი პოლონელი ბარტლომეი ბონკი გახდა (408, 185+223), მეორე ადგილზე კი მოლდოველი ანდრიან ზბირნეა (399, 177+222) გავიდა, რომელმაც პოლონელ არკადიუშ მიხალსკის მხოლოდ პირადი წონით აჯობა.

ამავე წონაში ტრავმის გამო ვერ შეძლო ბრძოლაში
სათანადო ჩართვა გია მაჭავარიანმა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული