საერთო ჩათვლაში 2 ქულა გიორგი ლომთაძემ შეიტანა, რომელიც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა და საბოლოოდ, 24-ე ადგილზე გავიდა. ლომთაძემ, რომელიც C ჯგუფში ასპარეზობდა, ექვსივე ცდა გამოიყენა და ჯამური 331 (149+182) კგ დააგროვა.
დებიუტი ჰქონდა თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), რომელმაც ჯამური 164 (79+95) კილოგრამი დააგროვა. სამწუხაროდ, პირველი მისვლის დროს თათიამ მიიღო ტრავმა და ამ ინციდენტის გამო ოდნავ უკან დარჩა.
მანამდე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძემ ექვსიდან ოთხი
საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე) აშშ-ში საასპარეზოდ 10 ათლეტით გაემგზავრა. 26 ნოემბერს ტურნირში იასპარეზებენ: რაულ ცირეკიძე (94 კგ, B ჯგუფი), გიორგი ჩხეიძე და გია მაჭავარიანი (ორივე - 105 კგ, C ჯგუფი).