მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში: გიორგი ლომთაძემ სალიცენზიო 2 ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარე ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი სალიცენზიო ქულები მოიპოვა.

საერთო ჩათვლაში 2 ქულა გიორგი ლომთაძემ შეიტანა, რომელიც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა და საბოლოოდ, 24-ე ადგილზე გავიდა. ლომთაძემ, რომელიც C ჯგუფში ასპარეზობდა, ექვსივე ცდა გამოიყენა და ჯამური 331 (149+182) კგ დააგროვა.

დებიუტი ჰქონდა თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), რომელმაც ჯამური 164 (79+95) კილოგრამი დააგროვა. სამწუხაროდ, პირველი მისვლის დროს თათიამ მიიღო ტრავმა და ამ ინციდენტის გამო ოდნავ უკან დარჩა.

მანამდე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძემ ექვსიდან ოთხი
ცდა გამოიყენა, ორჭიდში 300 კილოგრამით (140+160) 27-ე ადგილი დაიკავა და ნაკრებს სალიცენზიო ქულებიც ვერ შესძინა, რადგან საამისოდ 25 საუკეთესოში მოხვედრა იყო საჭირო.

საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე) აშშ-ში საასპარეზოდ 10 ათლეტით გაემგზავრა. 26 ნოემბერს ტურნირში იასპარეზებენ: რაულ ცირეკიძე (94 კგ, B ჯგუფი), გიორგი ჩხეიძე და გია მაჭავარიანი (ორივე - 105 კგ, C ჯგუფი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული