ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: გაცუდებული ცდები და მეცხრე ადგილი

AutoSharing Option
ნორვეგიული ფორდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 11 აპრილს ფიცარნაგზე 62 კილოგრამი წონითი კატეგორიის მამაკაცები გავიდნენ.

მოასპარეზეთა შორის იყო ჭაბუკებში ევროპის პირველობის პრიზიორი რამინ შამილიშვილი. ატაცში მან სამივე ცდა გამოიყენა, მაგრამ 123 კილოგრამით მხოლოდ მეშვიდე იყო.

აკვრაში პირველ ცდაზე 142 კილო დაძლია. მომდევნო ორი მისვლისას 147-კილოიანი შტანგა ვერ დაიმორჩილა და ორჭიდში 265 კილოგრამით დაასრულა პაექრობა. ეს წონა კი მხოლოდ მე-9 ადგილისთვის ეყო.

ატაცი. 1. ეროლ ბილგინი (თურქეთი, 133 კგ), 2. ფელიქს ხალიბეკოვი (რუსეთი, 133), 3. ვლადიმირ ურუმოვი (ბულგარეთი, 129)... 7. რამინ
შამილიშვილი (123).

აკვრა. 1. ჰურსიტ ატაკი (თურქეთი, 170), 2. ვლადიმირ ურუმოვი (ბულგარეთი, 159), 3. იური დუდოგლო (მოლდოვა, 156)... 11. რამინ შამილიშვილი (142).

ორჭიდი. 1. ჰურსიტ ატაკი (თურქეთი, 296), 2. ფელიქს ხალიბეკოვი (რუსეთი, 289), 3, ვლადიმირ ურუმოვი (ბულგარეთი, 288)... 9. რამინ შამილიშვილი (265).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული