საგულისხმოა, რომ A ჯგუფში 9-დან ოთხი ათლეტი, რომლებმაც საწყისი წონები (სამი ატაცში, ერთი აკვრაში) ვერ დაძლიეს, შეუფასებელი დარჩა. კვარცხლბეკზე კი ადგილები ასე განაწილდა: 1. ოლექსანდრ პიელეშენკო (უკრაინა) - 372 (168+204), 2. გაბრიელ სინკარაიანი (რუმინეთი) - 371 (169+202), 3. გეორგიი ცერნეი (რუმინეთი) - 358 (165+193)... 15. რევაზ დავითაძე (საქართველო) - 325 (150+175).
დღეს 94 კილოში (A ჯგუფი)
16 აპრილს ფიცარნაგზე ოთხი ჩვენებური გავა: ანასტასია გოტფრიდი (+75, A), გიორგი ჩხეიძე (105, A), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე - +105, A).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"