თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
საქართველოს დედაქალაქში დღეს, 12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 17 ივნისამდე გასტანს.

ჩემპიონატის პირველივე დღეს ქართველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს. ეს მოფარიკავე თეოდორა კახიანმა მოახერხა, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილად არ მოველოდი. ყოჩაღ, ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ არა1-ელ გაეხარებინოს ქართველი ქომაგი
giga
13 ივნისი 2017 08:31
0
მე მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ქალი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვულოცავ და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ.
gogig
13 ივნისი 2017 00:27
0
აი ამის იმედი კი ნამდვილად არ მქონდა.გილოცავ თეო და ვულოცავ მთელ ქვეყანას,სულ გამარჯვების გზით გევლოს ,ეს ერთი და სხვა ათასი.ძალიან გამახარე.
მგონი უკვე შეიძლება ვთქვათ,რომ ქართული საფარიკაო სკოლა აღდგენილია.
სოსო
12 ივნისი 2017 23:45
0
აფციაურის შემდეგ დიდებში სერიოზული წარმატება არ გვქონია და სასიამოვნოდ მოულოდნელი, სასიხარულო და მოსალოცი შედეგია. კარგია რომ ოლიმპიურ სახეობებში გარკვეული პროგრესი მიდის და მარტო ჭიდაობაზე და ძიუდოზე არ ვიქნებით დაიმედებული.
................
12 ივნისი 2017 23:35
0
ვააააა თეო.შენ გენაცვალე.კაი გოგო ხარ.წარმატებებს გისურვებ და გბალეშიკობ გენაცვალე
ნანიევი
12 ივნისი 2017 23:01
0
ბრავო!!! წარმოუდგენელი შედეგი!!! ქართული ფარიკაობის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება!!! გაგვახარე ძალიან!!!
დათო
12 ივნისი 2017 22:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული