
ჩემპიონატის პირველივე დღეს ქართველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს. ეს მოფარიკავე თეოდორა კახიანმა მოახერხა, რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო ანგარიშით 15:8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი მიიღებს.
ვულოცავ და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ.