მსოფლიო პირველობიდან დაბრუნების შემდეგ, მოფარიკავებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავამ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი სამყურაშვილმა ფარიკაობის დარბაზში გამართულ ღია ვარჯიშზე მიულოცეს. მოპოვებული გამარჯვებით, მიხეილ მარდალეიშვილი სახელმწიფოსგან ჯილდოდ პრემიალურ თანხას მიიღებს.
მარდალეიშვილმა ჯგუფში ერაყელ, უკრაინელ, გერმანელ და არაბ მოფარიკავეებს სძლია,
ფინალურ სტადიაზე ქართველმა მოფარიკავემ 1/32 ფინალში ერაყელ ალ ფილფ ბასიმს 15:9 აჯობა, 1/16 ფინალში ბელარუს სერგეი კისელს 15:7, 1/8 ფინალში ამერიკელ ჯოფრი ლოსს 15:11 მოუგო, ხოლო 1/4 ფინალში გერმანელ იანიკ ოფერ კირხს 15:11 სძლია და ნახევარფინალში მოხვდა, სადაც იტალიელ ლუკა კურატორისთან 13:14 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 9 სპორტსმენით გამოვიდა. ქართულ დელეგაციას ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონი - ვლადიმერ აფციაური ხელმძღვანელობდა.
msy.gov.ge