ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 26 იანვარს, ქართველი კარატისტები საფრანგეთის დედაქალაქს მიაშურებენ და პარიზის ღია ტურნირში იასპარეზებენ.

მას შემდეგ, რაც სპორტის ეს სახეობა ოლიმპიური გახდა, მას მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამიტომაც პარიზში, სადაც მომავალი ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლის პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება გაიმართება, უძლიერესი სპორტსმენები მოიყრიან თავს.

საქართველოს დელეგაცია (ხელმძღვანელი კახა ბასილია, მწვრთნელი მალხაზ ჭუმბურიძე, მსაჯი თათია მელუა) ტურნირზე ექვსი სპორტსმენით გაემგზავრება: წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ გოგონებში - დიანა დარჩიაშვილი (55
კგ), ვაჟებში - დავით ტყებუჩავა (60 კგ), დავით პატარიძე და ირაკლი ტყებუჩავა (ორივე-68 კგ), ჰენრი ვეკუა (74 კგ) და WKF-ის ვერსიით 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გოგიტა არქანია (84 კგ).

ამ კარატისტებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო ტურნირებში არაერთხელ უსახელებიათ თავი და, იმედია, პარიზიდანაც ხელდამშვენებულნი დაბრუნდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული