წლევანდელ, რიგით მეოთხე ასპარეზობაზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
"ყატარის ასპარეზობის პოპულარობას ისიც განსაზღვრავს, რომ წონითი კატეგორიებია შეზღუდული, სულ ხუთი წონაა. ასევე, იქ მოსახვედრად მსოფლიო რეიტინგებია საჭირო, რომლის გადალახვაც საქართველოსთვის არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისად, მიგვიწვიეს კიდეც ყატარში.
ჩვენ ვასახელეთ ჩვენი სამშობლო. ქართველ კარატისტებს სამოცზე მეტი ქვეყანა გულშემატკივრობდა ასპარეზობის დროს, რადგან ჩვენი სპორტსმენები ამჯერადაც სრულიად განსხვავებულნი
როგორც ველოდით, გოგიტა არქანიამ (-84 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ჰენრი ვეკუამაც (-75) გაამართლა ჩვენი იმედები და მანაც პირველი ადგილი დაიკავა, დავით ტყებუჩავა (-60) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ირაკლი ტყებუჩავა (-67 კგ) ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.
ასე რომ, ყატარში საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა და ჰიმნიც ჟღერდა! ეს წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობას მივუძღვენით!
სამომავლოდ ყატართან სპორტში, კონკრეტულად კარატეში, ჩვენთან თანამშრომლობა დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით, რაც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ყატარიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი