"ნარკომოვაჭრეები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას. მათ მიმართ ხისტი პოზიცია უნდა დავიკავოთ. პირადად მე შემიძლია მათ შევუნდო, მაგრამ ნარკოტიკებით ვაჭრობა - საშინელი დანაშაულია, რომელსაც ჩადიან არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ, მთელი ერის წინააღმდეგ. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ ფილიპინებში ნარკოტიკების ბრუნვის მასშტაბზე, რომელიც ძალიან დიდია", - განაცხადა პაკიაომ.
"პაკმენი" სიკვდილის დასჯის სამი კანონპროექტის ინიციატორია: ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, ადამიანების
* * *
მსოფლიო კრივის ლეგენდამ, ბრიტანელმა ლენოქს ლუისმა შეაქო თავისი თანამემამულე ტაისონ ფიური და მას მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე უწოდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.
"მე ვიტყოდი, რომ ამ მომენტში საუკეთესო მძიმეწონოსანია ფიური, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, მცირე პრობლემები აწუხებს. მე ის ნომერ პირველად მიმაჩნია. მან ეს დაამტკიცა. დიახ, კლიჩკო არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ თუ თქვენ ჩხუბი გადაწყვიტეთ, მაშინ საბრძოლო ფორმაში უნდა იმყოფებოდეთ", - განაცხადა ლუისმა.
"რაც შეეხება ფიურის, ზოგიერთი ადამიანი, როცა ჩემპიონი ხდება, უმკლავდება ამ ზეწოლას, ზოგი - არა. იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდე, უნდა იქცეოდე, როგორც ჩემპიონი. უნდა გესმოდეს, რომ შენსკენ მრავალი მზერაა მიმართული, ბევრს უნდა შენ დაგემსგავსოს. შენ გავლენა გაქვს ადამიანების ცხოვრებაზე", - დაამატა ყოფილმა მოკრივემ.
* * *
თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსი მძიმეწონოსნის ალექსანდრ პოვეტკინის კარიერა დასრულებულია. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ის ორმა ორგანიზაციამ ამოშალა საკუთარი რეიტინგიდან - მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) და კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF). გუშინ კი მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) პრეზიდეტმა ფრანსისკო ვალკარსელმა განაცხადა, რომ არ აპირებს პოვეტკინის დაბრუნებას საკუთარ რეიტინგში.
"პოვეტკინი არ არის ჩვენს რეიტინგებში და ჯერჯერობით, არ ვაპირებთ მის დაბრუნებას. მან დიდი ხნის წინ ჩაატარა ბოლო ოფიციალური ბრძოლა, ამიტომაც, რეიტინგზე ლაპარაკი არ არის. რაც შეეხება დოპინგს, ჩვენ ჯერ ვაკვირდებით გამოძიებას. ფაქტები ჩვენთვის ცნობილი არ არის", - ამბობს ვალკარსელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"