ტრადიციული პაკიაო: ქალი ქალია და კაცი კაცი

AutoSharing Option
ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო იმ კანონის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების დისკრიმინაციას.

კანონი უფლებას ანიჭებს ადამიანს - თავად განსაზღვროს საკუთარი სქესი და ატაროს შესაბამისი ტანსაცმელი.

"ბიბლიაშიც კი ნათქვამია, რომ ქალმა უნდა ატაროს ქალის ტანსაცმელი და მამაკაცმა - მამაკაცის. ეს ის არის, რისიც მე მჯერა", - თქვა პაკიაომ.

ლეგენდარული მოკრივის აზრით, მამაკაცი ქალის ტანსაცმლით, თაღლითობას უწყობს ხელს. ჩემპიონმა გაიხსენა 25 წლის ტრანსგენდერის ჯენიფერ ლაუდეს მკვლელობის გახმაურებული საქმე. ის 19 წლის ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ჯოზეფ სკოტ პემბერტონმა
მოკლა.

ჯარისკაცმა ლაუდე ბარში გაიცნო, რის შემდეგაც, წყვილი სასტუმროს ნომერში განმარტოვდა. მას შემდეგ, რაც ჯოზეფმა შენობა დატოვა, იქ ლაუდეს გვამი აღმოაჩინეს. პემბერტონმა ჯენიფერს უნიტაზში ჩააყოფინა თავი და იქამდე ეჭირა მსხვერპლი, სანამ არ დაიხრჩო. საზღვაო ქვეითი დამნაშავედ სცნეს და ფილიპინების ციხეში 12 წლით გამოამწყვდიეს.

პაკიაოს სიტყვებით, პემბერტონი ლაუდემ "შეცდომაში შეიყვანა", რადგან "ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი" იყო.

უფრო ადრე, მენი პაკიაომ განაცხადა, რომ "გეები ცხოველებზე უარესები არიან" და ამ სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდა მოუწია. მოკრივემ ასევე მხარი დაუჭირა ნარკოტიკების მოვაჭრეებისთვის სიკვდილის დასჯის შემოღებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული