ოსკარ დე ლა ჰოია: მაკგრეგორი-მეივეზერი გამორიცხულია

AutoSharing Option
პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotions-ის გენერალური დირექტორი ოსკარ დე ლა ჰოია ეჭვობს, რომ ბრძოლა ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერსა და ირლანდიელ მებრძოლს კონორ მაკგრეგორს შორის საერთოდ ოდესმე გაიმართება.

"კრივი - კრივია, ბრძოლა წესების გარეშე კი სულ სხვა რამ. ეს არის ორი განსხვავებული სახეობა. ეს ხუმრობა უფრო მგონია. თუ MMA-ის მებრძოლი რინგზე გავა - ეს იქნება დიდი გაუგებრობა კრივის ისტორიაში... არსებობს კონორ მაკგრეგორი, რომელიც საუკეთესოა თავის საქმეში და ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც ასევე კარგად იცის თავისი საქმე. მე ვერ ვხედავ ამ ბრძოლის ჩატარების
შესაძლებლობას თუნდაც მილიონი წლის განმავლობაში", - მოჰყავს დე ლა ჰოიას სიტყვები BoxingScene-ს.

* * *
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ფლოიდ მეივეზერის სახლიდან ქურდებმა 150 ათასი დოლარი მოიპარეს. ლეგენდარული მოკრივე მაშინ გახდა მძარცველების მსხვერპლი, როცა საკუთარ 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

სანამ მოკრივე ლოს ანჯელესში ზეიმს აწყობდა, ლას ვეგასში მისი სახლი, რომელიც გოლფის დაცული მოედნის გვერდით მდებარეობს, ქურდებმა გატეხეს.

პოლიციის შეტყობინებით, ქურდები სახლში შევიდნენ ღიად დარჩენილი კარიდან და მოიპარეს ფული და ძვირფასი საათები. სულ ნაძარცვი 150 ათას დოლარად არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული