გოლოვკინის: 37-დან 37 მოგება

AutoSharing Option
ყაზახმა მოკრივემ გენადი გოლოვკინმა ნიუ იორკში დაამარცხა ამერიკელი დენიელ ჯეიკობსი და შეინარჩუნა საშუალო წონაში WBA-ის, WBC-ის, IBO-სა და IBF-ის ტიტულები.

გოლოვკინისთვის ეს იყო 37-ე ბრძოლა და 37-ე გამარჯვება, თუმცა, პირველად კარიერაში, ყაზახს 12-ივე რაუნდის ჩატარება მოუწია მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. აქამდე, გოლოვკინის ყველაზე გრძელი ბრძოლა იყო 2015 წელს, თებერვალში ბრიტანელ მარტინ მიურეისთან მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოგებული შეხვედრა.

ჯეიკობსმა აქტიურად დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გოლოვკინმა მეოთხე რაუნდში შეაჩერა მეტოქე, როცა ის ნოკდაუნში გაუშვა. მომდევნო რამდენიმე რაუნდი ამერიკელს გონს მოსასვლელად დასჭირდა და სადღაც მეშვიდე
რაუნდიდან მოყოლებული, ბრძოლა ჯეიკობსის უპირატესობით მიდიოდა.

მხოლოდ მეცხრე რაუნდში გოლოვკინმა შეძლო კარგი შეტევის განხორციელება, მაგრამ მისმა მეტოქემ გაძლო.

საბოლოოდ, თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში სამივე მსაჯმა უპირატესობა გოლოვკინს მიანიჭა - 115:112, 115:112, 114:113, რასაც ჯეიკობსი არ დაეთანხმა: "ვფიქრობ, ბრძოლა მე მოვიგე და ფანები ამაში დამეთანხმებიან. მოვიგე, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ მათ გადაწყვეტილებას დავეთანხმო". ჯეიკობსისთვის ეს იყო მეორე წაგება 34 ბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული