"შესაძლოა, ხურციძე ნაკდაუნში რამდენჯერმე აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც შეუტევს და მოიგებს"

AutoSharing Option
ცნობილმა პრომოუთერმა ლუ დიბელამ, რომელიც ავთანდილ ხურციძის საქმეებს განაგებს, BoxingScene-სთან ინტერვიუში ქართველი პროფესიონალი მოკრივის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც 8 ივლისს, ლონდონში უნდა გაიმართოს.

ხურციძე ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

"ბილი ჯო ძალიან გამოცდილი მოკრივეა, მაგრამ არასდროს იცი, რას შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ხურციძეს, მას უფრო სწყურია მოგება, ვიდრე - სონდერსს. ის დაუნდობელია შეტევაში და ბრძოლის ნებისმიერ ეტაპზე სახიფათოა.

შესაძლოა, ხურციძე მეოთხე-მეხუთე რაუნდებში ნოკდაუნში რამდენჯერმე აღმოჩნდეს კიდეც, მაგრამ მაინც შეტევაზე იქნება დაგეშილი და ბრძოლას გამარჯვებამდე
მიიყვანს. ის საშიშია პირველიდან მეთორმეტე რაუნდის ჩათვლით", - ამბობს დიბელა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ავთო შენს უკან საქართველოა, არცერთი ნაბიჯი უკან.მოუსმინე ბესო კალანდძეს (საქართველოს ცისათვის ღირდა თავის გაწირვა) გაიხსენე აფხზეთში, სამაჩაბლოში დაცემული ბიჭები, შემდეგ გადი და მაგ ინგლისელის სისხლი დალიე. ჰკა მაგ წუნკლებსა.
თემო
00:24 02-06-2017
0
ავტო მგელი ხარ
shalva
02:21 02-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული