"დღეს სასამართლო პროცესია, ავთო ხურციძეს 4 პირის თავდებში ჩადგომა სჭირდება"

AutoSharing Option
აშშ-ში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი 9 ივნისს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება. ავთოს სჭირდება აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები 4 პირის თავდებში ჩადგომა. ამის შესახებ ინფორმაციას ხურციძის მეგობარი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ავრცელებს.

"ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ
ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ თვლის და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები" - აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

- ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან ვეღარ იჩხუბებს
- ავთანდილ ხურციძე: მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა
- ავთანდილ ხურციძის დედა: ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ გაემგზავრა...
- იოსებ კობერიძე: რად უნდოდა ხურციძეს "ბანდიტობა"? ფულიც აქვს და ყველაფერი...

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი - შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერედა ჩაუდექით თავდებად რა პრობლემა გაქვთ?
nini
09:58 09-06-2017
0
მერედა ჩაუდექით თავდებად რა პრობლემა გაქვთ?
nini
09:58 09-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული