მატჩ-რევანში ნიგერიაში?

AutoSharing Option
ვლადიმირ კლიჩკოსა და ენტონი ჯოშუას მატჩ-რევანში დეკემბერში ნიგერიაში შეიძლება გაიმართოს

უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას განმეორებითი ბრძოლის სავარაუდო თარიღია - 2017 წლის 2 დეკემბერი. დიდი ალბათობით, ამ მძიმეწონოსანთა მატჩ-რევანში ნიგერიაში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

"ვფიქრობ, ნიგერია ერთ-ერთი ყველაზე რეალური პრეტენდენტია ბრძოლის ორგანიზებაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ნიგერიაში ცეცხლს ჯოხების მეშვეობით მოიპოვებენ, სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად არის. ნიგერია - მძლავრი ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის მქონე ქვეყანაა", - განაცხადა ჰირნმა.

შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს, ჯოშუამ მე-11
რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კლიჩკო და შეინარჩუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული