ფრენკ უორენი: სონდერსი ბრძოლას მაინც გამართავს, იქნება მისი მეტოქე ხურციძე თუ არა

AutoSharing Option
ბილი ჯო სონდერსის პრომოუთერმა ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ სონდერსი საჩემპიონო ბრძოლას ყველა ვარიანტში სექტემბერში გამართავს, იქნება მისი მეტოქე ავთანდილ ხურციძე თუ არა.

"ჩვენ შეძრულები ვართ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ბილი მაინც გამართავს საჩემპიონო მატჩს, ოღონდ, სექტემბერში.

ბილი უნდა შეხვდეს პრეტენდენტს, რომელიც ახლა ხურციძეა. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხერხდება ეს ორთაბრძოლა. ძალიან მეეჭვება, რომ სექტემბერში მისი მეტოქე ხურციძე იქნება, თუმცა საჩემპიონო კრივი აუცილებლად შედგება", - განაცხადა უორენმა.

ავთანდილ ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბილი ჯო სონდერსს 8 ივლისს უნდა
შეხვედროდა, მაგრამ ქართველი პროფესიონალი მოკრივე ნიუ-იორკში დააპატიმრეს. მას რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობა ბრალდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაწყობილი საქმეა,ნახავთ თუ არა,ეს ბრძოლა ჩაივლის და ხურციძესაც გამოუშვებენ.
zastaveli
22:01 14-06-2017
0
იჯდეს და ხეხოს ციხის კედლები
ჯალალედინი
10:45 17-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული