"ხურციძის დაკავების ამბის გაგება ჩემთვის შარაგზაზე ლოკომოტივის დაჯახებას გავდა"

AutoSharing Option
აშშ-ში დაკავებული პროფესიონალი მოკრივის ავთანდილ ხურციძის მწვრთნელმა ანდრე როზე BoxingScene-სთან ისაუბრა.

მწვრთნელი არ მალავს, რომ გაოგნებულია იმ ბრალდებით, რომელიც WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს დროებით ჩემპიონს წაუყენეს. ხურციძეს აშშ-ში დაკავებულ რუსულ-ქართულ კრიმინალურ სინდიკატთან აკავშირებენ.

"ნება მიბოძეთ, აღვწერო ის განცდა, რაც მას შემდეგ დამეუფლა, რაც მისი დაკავების ამბავი გავიგე. თავს იმ ადამიანივით ვგრძნობდი, რომელსაც შარაგზაზე ლოკომოტივი დაეჯახება და ნაფლეთებად აქცევს.

ვეჭვობდი თუ არა, რომ ხურციძეს მაფიასთან შეიძლებოდა ჰქონოდა კავშირი? არა. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, მაგრამ მის გამო ნამდვილად ძალიან
ვნერვიულობ.

ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მებრძოლია რინგსა და დარბაზში და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება. ის დამნაშავე არაა, მისი ბრალეულობა ხომ ჯერ არ დამტკიცებულა. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მოვიცადოთ".

შეგახსენებთ, რომ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, მაგრამ ქართველი მოკრივის დაკავების გამო, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული