"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა "ფეისბუქზე" სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ.

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით.

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე
კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით", - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
და ეს წერდა საქართველოს ელჩი ვარო...
ქუთეისურად იშუტავა უმწიკვლომ - ანჩისხატი რითმში კარგად ჯდებაო და...
giorgi
10:39 07-07-2017
0
კრიმინალურ სამყაროს ყავდა "ურჩების" ჭკუის მასწავლებლად. და, როგორც ცნობილია, ეგ კრიმინალური სამყარო ძირითადად სწორედ ალალად მომუშავე ქართველების რეკეტით არის დაკავებული თორემ ნავთობის მაგნატებსა და ბანკირებს კი არ სძალავენ ფულს. ამდენად, ამ კაცში საპატივცემო არაფერია და არც "დათბილული" სტატიები უნდა იწერებოდეს მასზე.
კახა
11:09 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული