ვლადიმერ კლიჩკო ისევ რიოზე ოცნებობს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად არის განწყობილი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე - ატლანტის ოლიმპიადადან ოცი წლის თავზე, როცა უმცროსმა კლიჩკომ ზაფხულის თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა.

ვლადიმერმა ასევე აღნიშნა, რომ თამაშებზე მოსახვედრად უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობა მოუწევს.

"მე მაქვს მიზანი - 2016 წლის ოლიმპიადა, - ამბობს უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკო. - ჯერ ისევ რჩება ბევრი გაურკვეველი საკითხი, რადგან სამოყვარულო კვირის ფედერაციამ უნდა გამოაცხადოს - რა არის ნებადართული და რა აკრძალული. ჯერ
არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ვიცი, რომ მათ დააწესეს ასაკობრივი ცენზი 40 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკი ხელს არ შემიშლის. არსებობს საკითხები რაუნდების რაოდენობაზე, მაისურებისა და ჩაფხუტების გამოყენებაზე.

გავიგე, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს უთქვამს - კლიჩკოს მოუწევს 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან ალექსანდრ უსიკთან შეხვედრა და აგრეთვე, უკრაინის ჩემპიონატზე გამოსვლა. სიამოვნებით გავიხსენებ ახალგაზრდობას. მინდა ნაკრებში ადგილი მოვიპოვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამ იდეით ვარ შეპყრობილი. არ მინდა ოლიმპიადაზე უბრალო მონაწილეობა, ჩემპიონი უნდა გავხდე. ასეთი რამის 20 წლის შემდეგ განხორციელება - ამას ვერ წარმოვიდგენდი"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უკრაინელებს ეჭვი აქვთ, რომ კლიჩკოს რუსი მეტოქე დოპინგს იყენებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული