ქართველი მოკრივეები მინსკში მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

AutoSharing Option
მინსკში გრძელდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 36 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - რვა სპორტსმენი საქართველოდან.

ექვსი მათგანი 5 ივნისს ნახევარფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

4 ივნისს ხუთი ჩვენებური გავიდა რინგზე. ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ) სტარტზე პატრიკ ფეილის (ჩეხეთი) ძლევის შემდეგ 4 ივნისს მასპინძელ ვიტალი ბანდარენკასთან (ბელორუსი) დამარცხდა - 0:3 და, იაგო კიზირიას (81) მსგავსად, შეჯიბრებას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, დანარჩენებმა იყოჩაღეს: დავით ნანავამ (49) მასპინძელი ვაძიმ კირილენკა დაჯაბნა - 3:0, გიორგი გოგატიშვილმა ძიმიტრი საპუნს (ბელორუსი) მოუგო - 2:1, ხოლო ევროპის
ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა ზაალ კვაჭატაძემ (69) და ლევან გულედანმა (91) ერთნაირი ანგარიშით (3:0), შესაბამისად, ბარნა კატალინიჩი (ხორვატია) და ფოტიოს არაპოღლუ (საბერძნეთი) ჩამოიშორეს გზიდან.

წინა დღეს ასევე მეოთხედფინალში გავიდნენ ავთანდილ ჭუბაბრია (52) და ევროპის მესამეპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91).

5 ივნისს ბელორუსის დედაქალაქის რინგზე ექვსივე ჩვენებური იასპარეზებს: დავით ნანავა - სალმან ალიზადა (აზერბაიჯანი), ავთანდილ ჭუბაბრია - ოვიკ ოჰანესიანი (რუსეთი), გიორგი გოგატიშვილი - ვლადიმირ ნიკიტინი (რუსეთი), ზაალ კვაჭატაძე - ვიტალი მარუტჯანი (გერმანია), დენის გულედანი - დენის პოიატსიკა (უკრაინა), მიხეილ ბახტიძე - ჯოზეფ ჯოისი (ინგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რამაზ ფალიანი დიდი მოკრივეა.თითქმის ყველა ბრძოლა მაქვს ნანახი. ღმერთმა ამრავლოს თქვენაირი მოკრივეები.
merabi
16:44 12-06-2013
0
საქართველოს ჰყავს ყველაზე დიდი შედეგიანი ნომერ პირველი მოკრივე ფალიანი რამაზი და მერე მოდის დანარჩენები. ვინც რამაზ ფალიანს ვერ შეაფასებს ის კრივში არ უნდა იყოს. ეს კაცი არის სულით ხორცამდე მოკრივე და მაგარი ადამიანი და მწვრთნელი.ვინც მის შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებს მას კრივის წინსვლა არ აინტერესებს. სწორედ ეს ხალხია ეხლა ფედერაციაში ახალკაცის თამადობით. ნუ გადააყოლებთ ქართულ კრივს ახალკაცს. შედეგი დაიდო უარესი იქნება კიდევ. ეხლანდელმა ფედერაციის წევრებმა პასუხი უნდა აგონ კრივის დასამარებაში.
nodo
16:39 12-06-2013
0

სიახლეები პოპულარული