ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში გრძელდება მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, თუმცა ქართველი სპორტსმენებისთვის შეჯიბრება დასრულდა.

ორი წრის შემდეგ ოთხი ჩვენებური განაგრძობდა საგზურებისთვის ბრძოლას. საგულისხმოა, რომ წონების მიხედვით,  ნახევარფინალში გასულნი რიოში გამგზავრების უფლებას მოიპოვებდნენ; ასევე, ის მოკრივეები, რომლებიც მეოთხედფინალში ტურნირის გამარჯვებულთან დამარცხდებოდნენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანი ოთარ ერანოსიანი მერვედფინალში ყატარელ ჰაკან ერსეკერს შეხვდა. ტაბლოზე აშკარად ჩანდა, რომ ოთარმა ეს ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ, არბიტრთა ჩანაწერების მიუხედავად, მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გამარჯვების ნიშნად ხელი ერანოსიანის მეტოქეს აუწიეს.

მოგვიანებით დადებული პაექრობის ოფიციალური ოქმის მიხედვით,
საქართველოს ნაკრების წევრმა შეხვედრა დათმო: ხოსე დელ პუერტო (კუბა)-26:27, ხას-ერდენ ხიშგი (მონღოლეთი)-27:27, მიკი გალახერი (ირლანდია)-26:26... ასეა თუ ისე, ერანოსიანი შეჯიბრებას გამოეთიშა ისევე, როგორც დანარჩენი სამი ჩვენებური.

64 კილოში ლაშა გურულმა აშკარად წააგო პეტ მაკოლმაკთან (დიდი ბრიტანეთი), ხოლო ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (75 კგ) ვერაფერს გახდა ინდოელ კრიშან ვიკასთან.

ყველაზე ძლიერი მეტოქე იაგო კიზირიას (81 კგ) ჰყავდა - მასპინძელთა ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ტეიმურ მამადოვი. ქართველმა მოკრივემ თანაბარი ორთაბრძოლა გაუმართა მოწინააღმდეგეს. პუერტორიკოელმა არბიტრმა ხოსე ბონეტიმ უპირატესობა კიზირიას მიანიჭა, მაგრამ კუბელი ხოსე დელ პუერტო და ფრანგი ფათჰი მადფუა მამადოვის მხარეს აღმოჩნდნენ და ბოლო იმედიც ხელიდან გამოგვეცალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილია რომ იაგო კიზირია ასე დაამცირეს მან მოუგო 4 ტიტულის მქონე მოკრივეს ეს არის დამცირება საქარტველოს კრივის ნაკრების მარტლაც რომ ცოდვა არიან იაგო კიზირია და ოტარ ერონესიანი
ნატო
14:38 23-06-2016
0
იაგო კიზირიამ სრულად გაიმარჯვა აზერტან ბრდსოლა მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრები ტავმოკვარეობას მოკლებულია ასე ტუკი მოუგებენ ქარტველ მოკრივეებს მხოლოდ მონურად უკვე სინდისიც გაკიდეს სამარცხვინოდ ქარტველი მოკრივეები კოველტვის იკვნენ და იქნებიან სინდისიერად ცმინდად გამარჯვებული ასეტი სჰეხვედრები კი იმსახურებს საქარტველოს სპორტის მხრიდან ბოიკოტს
ბეჯანი
14:33 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული