ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნივ გელა აბაშიძე
16 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაიწყო მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 105 ქვეყნის 470 სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური) ექვსი სპორტსმენით გაემგზავრა. ესენი არიან: მერაბ თურქაძე (56 კგ), ოთარ ერანოსიანი (60), ლაშა გურული (64), გელა აბაშიძე (69), ზაალ კვაჭატაძე (75) და იაგო კიზირია (81).

ჩვენებურთაგან 16 ივნისს პირველი გავიდა რინგზე გელა აბაშიძე. იგი სულეიმან სისოკოს (საფრანგეთი) დაუპირისპირდა. გელას ამ მოკრივესთან წაგება ჰქონდა და რევანში სწყუროდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია - 0:3
დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

დღეს სამი ქართველი იბრძოლებს მომდევნო წრეში გასასვლელად. ტურნირზე ყველაზე მეტი მონაწილე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაშია. აქ ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე. სტარტზე იგი ჰაიტელ იოზეფ ჯუდის შეხვდება. ამ ბარიერს თუ დაძლევს (რაც გამოცდილ სპორტსმენს არ უნდა გაუჭირდეს), მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, ინდოელი მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების მონაწილე ეყოლება მეტოქედ.

64 კილოში 19 წლის ლაშა გურულს დღეს კოსტარიკელი ედუარდო სანჩეს რამირესი დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში 19 ივნისს სლოვენიელ ედი სეიდინოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც პირველ წრეში ისვენებს.

მერაბ თურქაძე დღეს ერაყელ ჯაფარ ალ-სუდანს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს მომდევნო წრეში 20 ივნისს ამ წონის რეიტინგფავორიტი მიკოლა ბუცენკო (უკრაინა) ელის.

ევროპის ორგზის ვერცხლისპრიზიორი ოთარ ერანოსიანი ახალზელანდიელ მილნესს გამოცდის. სავარაუდოდ, მას ნახევარფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ეყოლება და რიოს საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს. 

რაც შეეხება იაგო კიზირიას, პირველ წრეში ისიც და მისი სლოვაკი მეტოქე სტანიშკო ისვენებენ და 19 ივნისს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

19-შივე იბრძოლებს მასპინძელი ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი თეიმურ მამადოვი - იგი ჩინელ შისა და ტაჯიკ სანგანოვს შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ramgagaborota
temo
11:54 20-06-2016
0
კრივი საქართველოსი მეოცე საუკუნის დასაწყისის დონეზეა სამწუხაროდ..
ალექსანდრე
23:51 18-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული