ვარიანმა კადეტ მოკრივეთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

AutoSharing Option
ვარიანის კრივის დარბაზში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი კანდელაკის სახელობის მეხუთე საერთაშორისო ტურნირი კადეტ მოკრივეთა შორის საქართველოს სხვადასხვა ქალაქის და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით.

ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელთა გარდა, საასპარეზოდ შეიკრიბნენ გორის, ქარელის, ფოთის, თბილისის, ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ერედვის, ახალციხის, თელავის, ყვარლის, აჭარის მოკრივეები.

ორი გუნდი სომხეთიდან იყო, ერთი - აზერბაიჯანიდან.

შეჯიბრება, ვარიანის კრივის სკოლასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მთავარი მსაჯი იყო საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ავთანდილ შოშიაშვილი.

კვარცხლბეკი
46 კგ. I ჯგ. ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა), 46 კგ.
II ჯგ. სამველ სოგოიანი (სომხეთი); 48 კგ. გიორგი მანჯავიძე (ფოთი); 50 კგ. გრაი შახვერდიანი; 52 კგ. გარნიკ პაპიკიანი (ორივე - სომხეთი); 54 კგ. ჯოტო თაბოშვილი (ერედვი); 57 კგ. სერჟ მკრტიჩიანი (სომხეთი); 60 კგ. გოჩა გურული (ქუთაისი); 63 კგ. I ჯგ. გიორგი დოლიაშვილი (გორი), 63 კგ. II ჯგ. თარაშ კანდელაკი (გორი); 66 კგ. გიორგი ხარაბაძე (ქუთაისი); 70 კგ. ვარდან კოსიანი (სომხეთი); 75 კგ. რატი ტლაშაძე (გორი); 83 კგ. ზაზა ტაბატაძე (ლაგოდეხი); 86 კგ. არამ აბრამიანი (სომხეთი);

ყველაზე ტექნიკური მოკრივის პრიზი გადაეცა რატი ტლაშაძეს.

გამარჯვებულები თავად მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა დააჯილდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული