მოულოდნელი გაყრა: ალექსანდრ პოვეტკინმა მენეჯერი გააგდო

AutoSharing Option
რუსმა სუპერმძიმეწონოსანმა ალექსანდრ პოვეტკინმა თავისი მენეჯერი ვლადიმერ ხრიუნოვი დაითხოვა. მოკრივის თქმით, "ამ თანამშრომლობის შეწყვეტის დრო იყო, რადგან ხრიუნოვი ბევრს ლაპარაკობდა და ცოტას აკეთებდა".

ვლადიმერ ხრიუნოვი ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა რუსულ პროფესიულ კრივში და მრავალი წელი თანამშრომლობდა პოვეტკინთან, მაგრამ, ბოლო დროს, მისი საქმეები უკან წავიდა. უფრო ადრე, ხრიუნოვთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა მოკრივემ დენის ლებედევმა, რომელიც 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის. მან საკუთარი მენეჯერის სამსახურზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 17 მაისს, მოსკოვში წააგო პანამელ გილერმო ჯონსთან და WBA-ის
ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

* * *
სკანდალურად ცნობილმა ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ, რომელმაც არაერთხელ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, ახალ ბრძოლაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჰეის მეტოქე იქნება მისი თანამემამულე ტაისონ ფიური, - იტყობინება გაზეთი "სანი".

ბრძოლა, რომლის საპრიზო ფონდი 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება, 28 სექტემბერს, მანჩესტერში უნდა გაიმართოს. ჰეიმ თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, რომ უკვე მოაწერა ხელი ბრძოლის კონტრაქტს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ფიურის მხრიდან ადგილი არ ექნება უკან დახევას, რადგან მას ჯერ ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ ჰოლმსს გაუსწრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული