WBC-ის საჩემპიონო ქამარი 2 კგ ოქროსგან დამზადდა

AutoSharing Option
ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და მექსიკელი საულ ალვარესის ბრძოლაში გამარჯვებული WBC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლება, რომელიც 2 კილოგრამ ოქროს შეიცავს და თან, ძვირფასი იტალიური ტყავისგანაა დამზადებული, რომელსაც ავტომობილ "ფერარიში" იყენებენ.

მსოფლიო კრივის საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა უკვე წარმოადგინა სუფთა ოქროთი მორთული ქამარი, რომელსაც 69,9 კგ წონით კატეგორიაში 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში გამარჯვებულს მიაკუთვნებენ.

ქამარზე ამოტვიფრულია ორივე მოკრივის სურათი, ასევე, დამშვენებულია მექსიკისა და აშშ-ის დროშებით.

"ეს არაჩვეულებრივი ორთაბრძოლა იქნება და ამიტომაც ეს ქამარი გამორჩეულად ძვირფასია. ეს განსაკუთრებული ჯილდოა, რომელიც თანამედროვეობის ორი საუკეთესო
მოკრივის ბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება",
- თქვა სულეიმანმა.

რაც შეეხებათ მოკრივეებსა და მათ მიღწევებს, მეივეზერმა რინგზე 44 ბრძოლა გამართა და 44 გამარჯვება იზეიმა (26 ნოკაუტით). რაც შეეხება 23 წლის ალვარესს, მანც 43-იდან 42-ში იმარჯვა (30 ნოკაუტით) და ერთი კი ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეივეზერის დრო მიდის, ახალი ჩემპიონი saul canelo alvarezia, da meivezeri 36, clisaa da ara 37
Prince
00:16 08-09-2013
0
მოუთმენლად ველოდები ამ ორთაბრძოლას. ფლოიდ მეიუეზერი ტექნიკით, დაცვით და ტაქტიკით ჯაბნის ალვარესს, მაგრამ ის უკვე 37 წლისაა.. აი ალვარესი ახალგაზრდა ამბიციური და თანაც საკმაოდ გამოცდილია.. ასევე მის მხარესაა ფიზიკური ძალა და დაახლოებით 8-10 კგ-თი მეტი წონა(მოგეხსენებათ აწონვის შემდეგ მოკრივეები ახერხებენ წონის მალევე აღდგენას და ალვარესის საბრძოლო წონა დაახლოებით 78 კგ არის. დაბალ წონებში ერთ კგ-საც დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ თანამედროვეობის უდიდეს მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს დიდი გამოცდა ელის და იმედია გაიმარჯვებს კიდეც
zezva
20:58 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული