ვლადიმერ კლიჩკო რინგზე სხვა სიმღერით ავა

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმერ კლიჩკომ შეცვალა სიმღერა, რომლის თანხლებითაც ის რინგზე გადის. 5 ოქტომბერს, კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლის წინ, უკრაინელისთვის გაიჟღერებს არა ტრადიციული კომპოზიცია Can’t Stop ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის შესრულებით, არამედ სიმღერა "ძმა ძმისთვის", რომელიც უკრაინულ ჯგუფს Kozak System-ს ეკუთვნის.

როგორც უკრაინული პრესა წერს, კომპოზიცია "ძმა ძმისთვის" დაიწერა კლიჩკოს საკრივო ორთაბრძოლების შთაბეჭდილებების ქვეშ. Kozak System-ის მუსიკოსები აგერ უკვე 15 წელია არ აცდენენ ძმები კლიჩკოების ბრძოლებს.

უმცროსი კლიჩკო Can’t Stop-ის თანხლებით რინგზე 2005 წლიდან მოყოლებული გადიოდა. ამ პერიოდში
მან 17 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვება მოიპოვა. 1996-2002 წლებში ის იყენებდა ტინა ტერნერის კომპოზიციას - Simply the Best, შემდეგ Queen-ის სიმღერა We will rock you აირჩია, მაგრამ უარი თქვა მასზე კორი სანდერსთან და ლეიმონდ ბრიუსტერთან წაგებების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კლიჩკო სამი ვერსიით არის სუპერმძიმე წონაში ჩემპიონი. მისი ბრძოლა ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ მოსკოვში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტალი კლიჩკოს მეტოქე კენჭისყრით გაირკვევა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული