კაიზერ ფრანცი ძმებ კლიჩკოებს დაუახლოვდა

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი ძმები კლიჩკოების ფან-კლუბის წევრი გახდა.

საწევრო ბარათის გადაცემის ცერემონია გერმანიის საკურორტო ქალაქ სანკტ ლეონ-როტში, ბეკენბაუერის ფონდის მხარდასაჭერი გოლფის ტურნირის შემდეგ გაიმართა. ფრანც ბეკენბაუერი უკვე დიდი ხანია, ძმები კლიჩკოების თაყვანისმცემელია და ხშირად ესწრება მათ ბრძოლებს. განსაკუთრებული მეგობრობა მას ვლადიმერთან აკავშირებს: უმცროსი კლიჩკო ასევე გატაცებულია გოლფით და ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო გოლფ-ტურნირებში, რომლებიც ბეკენბაუერის მიერ იყო ორგანიზებული.

"სიამოვნებით შევდივარ კლიჩკოების ფან-კლუბში. ძმები კლიჩკოები - ეს არის ათლეტიზმისა და ინტელექტის, საბრძოლო სულისა და გონების ნაზავი.
მე ამის შესახებ დავწერე კლიჩკოების შესახებ უნიკალური წიგნის შესავალში. სილვესტერ სტალონემ დაწერა შესავალი სიტყვა ვიტალიზე, მე - ვლადიმერზე",
- განაცხადა ფან-კლუბის ბარათის გადაცემის ცერემონიაზე გერმანული ფეხბურთის კაიზერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლიჩკოების ფიცი: ვლადიმერი წააგებს? ვიტალი რევანშს აიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული