კონტრაქტის ამ პუნქტის თანახმად, პოვეტკინი ბრძოლის ჩატარების მომენტიდან 90 დღის განმავლობაში ვალდებული იქნება, კიდევ ერთხელ გავიდეს რინგზე კლიჩკოს წინააღმდეგ. თანაც, რუსის მეტოქე შეიძლება გახდეს როგორც ვლადიმერი, ასევე მისი უფროსი ძმა - ვიტალი.
სავარაუდოდ, სწორედ კონტრაქტის ამ პუნქტით აიხსნება ვიტალი კლიჩკოს საქციელი, რომლის გუნდს ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია მომავალ ბრძოლაზე.
შეგახსენებთ, რომ
ვიტალი WBC-ის ტიტულის მფლობელია და ამ საჩემპიონო ქამარზე აუცილებელი პრეტენდენტი - კანადელი სტივერნი დიდი ხანია, ელოდება უკრაინელის გადაწყვეტილებას. მათი ბრძოლა ჯერჯერობით 2014 წლის მარტისთვის არის გადატანილი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკოსა და პოვეტკინს შორის ბრძოლა 5 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართება.
* * *
შაბათს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და მექსიკელ საულ ალვარესს შორის გამართული ბრძოლის შემდეგ, ავტორიტეტულმა ვებგვერდმა boxrec-მა თავისი პრესტიჟული რეიტინგის მორიგი ვერსია გამოაქვეყნა. როგორც იცით, ამ კლასიფიკაციაში შეჰყავთ მოკრივეები წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად.
ალვარესის დამარცხების შემდეგ მეივეზერმა შეინარჩუნა პირველი ადგილი კლასიფიკაციაში. მეორე პოზიციაზე იმყოფება მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი, ხოლო სამეულს ასრულებს სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო.
აღვნიშნავთ, რომ რეიტინგი ითვალისწინებს როგორც ბრძოლის შედეგებს, ასევე მოკრივეთა მეტოქეების დონეს.
მებრძოლები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გასულან რინგზე, რეიტინგის მიღმა რჩებიან, ამიტომაც იქ ვერ ვხედავთ ვიტალი კლიჩკოსა და ანდრე უორდს. მათი ბოლო ბრძოლები 8 სექტემბერს ჩატარდა.
პორტალ boxrec-ის მიხედვით, პლანეტის საუკეთესო მოკრივეთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეივეზერი
2. ხუან მანუელ მარკესი
3. ვლადიმერ კლიჩკო
4. საულ ალვარესი
5. სერხიო მარტინესი
6. კარლ ფროჩი
7. ტიმოტი ბრედლი
8. დენი გარსია
9. ბერნარდ ჰოპკინსი
10. გენადი გოლოვკინი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერს ემუქრება