8 ქართველი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ორი თვის წინ საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად თბილისის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური დაინიშნა.

ახალმა თავკაცმა გამოცდილ სპეციალისტებს - ზურაბ გუნიას, ბეჟან ჭიჭინავას, დემურ ოჩიგავას, ალბერტ კაზანჯიანს უხმო და დაიწყო მიზანმიმართული მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც 14 ოქტომბრიდან ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი უმასპინძლებს.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდში სტრესული მდგომარეობა სუფევდა, ზოგიერთს კრივისთვის თავის დანებებაც კი უნდოდა, - გვითხრა დავით წიკლაურმა. - აუცილებელი იყო ბიჭების ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოყვანა, სიტუაციის შეცვლა. ამიტომ პირველი ორკვირიანი სპეციალური შეკრება ქობულეთში მოვაწყვეთ.

მერე ფიზიკურ-ტაქტიკური მომზადება
თბილისში გავიარეთ. სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის თანადგომით, საწვრთნელ შეკრებაზე დუშეთშიც გავემგზავრეთ, 9 სპორტსმენი კი მახაჭყალის საერთაშორისო ტურნირზე გავგზავნეთ, საიდანაც სამი მათგანი ვერცხლის, ოთხი კი ბრინჯაოს მედლით დაგვიბრუნდა.

დუშეთში საწვრთნელი შეკრების დამთავრებისთანავე მწვრთნელთა საბჭოსთან ერთად შევარჩიეთ ის რვა სპორტსმენი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს.

ესენი არიან: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 52 კგ), ბექა ჭუბაბრია (ფოთი, 56), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 60), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორები - ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91), ასევე, იაგო კიზირია (ფოთი, 81) და ლევან გულედანი (თბილისი, 91).

აღსანიშნავია ისიც, რომ გოგატიშვილმა და ხოსიტაშვილმა აიბას საკლუბო ჩემპიონატისთვის სამკვირიანი შეკრება ბაქოს გუნდშიც გაიარეს.

ასე რომ, ამ ეტაპზე მსოფლიოსთვის მოსამზადებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ. დანარჩენი კი ფორტუნასა და იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებენ ბიჭები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და შანსების გამოყენებას. ჩვენ კი ალმათიში, სულ მცირე, ერთ მედალს ვგეგმავთ...

ნაკრები ამჟამად თბილისში დკდ-ს კლუბში ემზადება. ბოლო საწვრთნელ შეკრებაზე 40-მდე მოკრივეს უხმეს, რომ ეროვნული გუნდის წევრებს ვარჯიშებისას რაც შეიძლება მეტი სპარინგ-პარტნიორი ჰყავდეთ და საშეჯიბრო გამოცდილების დეფიციტი შინაურ რინგზე გამართული ორთაბრძოლებით შეავსონ. ნაკრები ყაზახეთში 11 ოქტომბერს გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
ra vqnat bogma gvaxrchobs.................................................................................................................................................................................
razo xato da chvennairi unamusoebi
16:33 13-10-2013
0
მიდით ბიჭებო მიაწეკით.. ჭუბაბრიას იმედია მაქვს მაგარი.. მიხედეთ მაგ ბავშვს.. გოგატიშვილიც კარგია.. ზაალ შენი პოტენციალის 80 პროცენტი გამოავლინე და მედალს აიგებ აუცილებლად !
sergo
22:23 11-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული