კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა

AutoSharing Option
კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილეებთან კახი კანდელაკთან, შალვა გოგოლაძესთან, გიორგი ბაქრაძესთან და მუხრან შამათავასთან ერთად, საქართველოს ძალოსნობის, ძიუდოს, კრივისა და რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

მინისტრთან შეხვედრას, რომელიც "ღვინის ქარხანა N1"-ში გაიმართა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სპორტული
ფედერაციების ხელმძღვანელები - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, მწვრთნელები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს 3X3 კალათბურთის წევრებიც, რომლებმაც 2018 წლის ახლგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება შეძლეს. შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთა ფოტო-გამოფენით გაიხსნა, ასევე მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.

მომზადებულია Mcs.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული