ქართველი მოკრივეების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში 14 ოქტომბერს მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც საქართველოს რვა წარმომადგენელი იასპარეზებს.

13 ოქტომბერს წილისყრამ ჩვენებურთა მეტოქეები დაასახელა. 14 ოქტომბერს 52 კგ წონით კატეგორიაში რინგზე გავა თბილისელი სევერიან ჭილაძე - იგი პუერტორიკოელ ანბტონი მარკანოს დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში ხერარდო პერესს (დომინიკი) შეხვდება. 14 ოქტომბერსვე აიღებს სტარტს 91 კილოში დედაქალაქელი ლევან გულედანი, რომელიც იახონ ყურბანოვს (ტაჯიკეთი) გაუწევს მეტოქეობას.

გამარჯვებული 18 ოქტომბერს კლემენტი რუსოსთან (იტალია) გაარკვევს ურთიერთობას.
15 ოქტომბერს მარტო ფოთელი გიორგი გოგატიშვილი (60 კგ) გავა რინგზე. მისი
მეტოქეა დანიელიტო დე ლა როსა (პუერტო-რიკო).

16 ოქტომბერს ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69 კგ) თარინდუ გედარას (შრი-ლანკა) შეხვდება, ხოლო იაგო კიზირია (ფოთი, 81 კგ) გერმანელ სერგ მიხელს გამოცდის. 17 ოქტომბერს ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 56 კგ) იაჰინ პარინელოსთან (იტალია) იბრძოლებს მეორე წრეში გასასვლელად. 19 ოქტომბერს ორ ქართველ ევროპის ბრინჯაოსპრიზიორს ვიხილავთ ალმათის რინგზე: ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75) ჰოსან აბდინსა (ეგვიპტე) და ეჰბისით ხანხოხრუეას (ტაილანდი) შორის უძლიერესს შეხვდება, ხოლო მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91) იან სუძილოვსკის (ბელორუსი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემო სიხარულო გილოცავ(ლევანი გულედანი)
elene
22:02 14-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული