ქართველთაგან 15 ოქტომბერს რინგზე გავიდა ფოთელი გიორგი გოგატიშვილი (60), რომელმაც პუერტორიკოელ დანიელიტო დე ლა როსას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
16 ოქტომბერს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), რომელიც თარინდუ გედრას (შრი-ლანკა) დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში პირველ ნომრად განთესილ ფრედი ევანსს (უელსი) შეხვდება.
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს იაგო კიზირია (თბილისი, 81). მისი მეტოქეა გერმანელი სერგ მიხელი. გამარჯვებული 20 ოქტომბერს კუბელ ხულიო პერაზასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული