ფლოიდ მეივეზერმა ორი ბრძოლა დაგეგმა

AutoSharing Option
69.9 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ს სუპერჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი ჟურნალისტებს 2014 წელს საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.

მისი სიტყვებით, ის გაისად ორი ბრძოლის გამართვას აპირებს. სავარაუდოდ, მაისში პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ბრიტანელ ამირ ხანს შეხვდება, ხოლო მისი მოწინააღმდეგე სექტემბერში გასამართ ბრძოლაში მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩემი შემდეგი ბრძოლა მაისში შედგება,
- მოჰყავს მეივეზერის სიტყვები ვებგვერდ Fighthype-ს. - გარდა ამისა, ვგეგმავ რინგზე სექტემბერში გასვლას. ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მომავალი მეტოქეები ექსტრა-კლასის მოკრივეები იქნებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

ბრუკლინის მეფე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული