ევანდერ ჰოლიფილდმა გეები ინვალიდებს შეადარა

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი ევანდერ ჰოლიფილდი ბრიტანულ რეალითი-შოუში იღებს მონაწილეობას, რომლის სახელწოდებაა - “დიდი ძმა”.

“ვფიქრობ, ჩემთან ერთად ცხოვრება იოლი იქნება, - ამბობდა ამერიკელი ტელე-ექსპერიმენტის წინ. - კარგი ბიჭი ვარ, სამართლიანი და პატიოსანი. არ ვაპირებ არავის ცემას, რადგან ამას მხოლოდ ფულის გამო ვაკეთებ".

მაგრამ სინამდვილეში არც ისე მარტივად ყოფილა საქმე. ლეგენდარული მოკრივე უკვე გახდა სკანდალის ფიგურანტი. შოუს პირველ დღეებში ჰოლიფილდი პოლემიკაში შევიდა პროექტის ერთ-ერთ მონაწილესთან. საუბრის დროს ევანდერმა წამოსწია ჰომოსექსუალიზმის თემა და ამ საკითხში მსოფლიოს ოთხგზის ყოფილი ჩემპიონის პოზიცია ბევრისთვის მიუღებელი
აღმოჩნდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰოლიფილდს ჰკითხეს - არიან თუ არა კრივში გეები. ამერიკელმა ჩამოყალიბებული პასუხის გაცემა ვერ მოახერხა. ამაზე ოპონენტმა განაცხადა: მისთვის სამწუხაროა, რომ “ცისფერი” მოკრივეები არ აღიარებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას.

ჰოლიფილდი წამოეგო ამ პროვოკაციას და რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა: “ჰომოსექსუალიზმი - ნორმალური არ არის. ბიბლიაში წერია, რომ ეს არასწორია. თუ თქვენ კოჭლი დაიბადეთ, რა გააკეთებთ? სწორია - წახვალთ ექიმთან ამ ნაკლის გამოსასწორებლად. იგივეა ამ შემთხვევაშიც”.

მოკრივის განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია გეების დამცველთა რიგებში. შოუს ორგანიზატორებმა მოკრივეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, მაგრამ ჰოლიფილდმა უარი განაცხადა და დაამატა, რომ უბრალოდ, საკუთარი აზრი დააფიქსირა.

თუმცა ძლიერი ზეწოლის გამო მამის ნაცვლად ბოდიშის მოხდა მოკრივის ვაჟს მოუწია.

“მამაჩემი - ყველაზე მზრუნველი ადამიანია დედამიწაზე
, - ამბობს ევინ ჰოლიფილდი. - მას უყვარს ყველა ადამიანი, თუნდაც ისინი ჰომოსექსუალები იყვნენ. მას მიაჩნია, რომ ყველამ თავად უნდა განსაზღვროს თავისი სექსუალური ორიენტაცია. ევანდერს უბრალოდ იმის თქმა უნდოდა, რომ ორ მამაკაცს ან ორ ქალს არ შეუძლია მემკვიდრე ჰყავდეს. ეს ცხადია. მაგრამ მამა არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხავს ვინმეს სექსუალური ორიენტაციის გამო”.

ბოლომდე არ განკურნებულა
ამასობაში, კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მეორე ამერიკელი ლეგენდა მაიკ ტაისონი. მან თავის ტრადიციულ ბლოგში, რომელიც გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” იბეჭდება, აღიარა, რომ ბოლომდე ვერ განიკურნა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან.

“მე საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლე და ვისწრაფვი იქითკენ, რომ უკეთესი გავხდე
, - დაწერა ტაისონმა. - როცა კარგ საქციელზე ვფიქრობ, ვცდილობ გავხდე უკეთესი, ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ შემთხვევაში არ მიჩნდება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების სურვილი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჯერ ბოლომდე ვერ დავაღწიე თავი კოკაინის, მარიხუანასა და ალკოჰოლის ტყვეობას. საბედნიეროდ, ოჯახი არ მაძლევს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის უფლებას. სინდისმა დამიცვა სრული თვითგანადგურებისგან და ახლა თავს საუკეთესოდ ვგრძნობ”.

პაკიაო ფლოიდს გამორიცხავს, მეივეზერი - მენის
ფილიპინელი საშუალოწონოსანი მენი პაკიაო მომდევნო ბრძოლას 12 აპრილს, ლას ვეგასში ჩაატარებს. ამ მომენტისთვის მენის გუნდი მეტოქის ძიებით არის დაკავებული.

პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ მენის მეტოქე მომავალ კვირას დასახელდება. კანდიდატთა შორის ყველაზე ხშირად ორ მეტოქეს ასახელებენ: ამერიკელ ტიმოტი ბრედლის, რომელთანაც ფილიპინელს ქულებით აქვს წაგებული და რუს რუსლან პროვოდნიკოვს. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი ფრედი როუჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. როუჩი უკვე მრავალი წელია, პაკიაოს მწვრთნელი გახლავთ.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკიაო აპირებდა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შესაძლებლობის განხილვას, მაგრამ ფილიპინელმა თავად უარყო ეს ჭორი. “ჩემს გეგმაში არ შედის ამერიკაში გამგზავრება და ფლოიდთან მოლაპარაკებების დაწყება, - განაცხადა პაკიაომ. - ეს არასწორია. მაგრამ თუ ეს საკითხი მოგვარებულია, მაშინ მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ?”

* * *
მეივეზერსა და პაკიაოს შორის შესაძლო ბრძოლაზე თავისი მოსაზრება გააჩნია თავად ამერიკელ მოკრივეს. ფლოიდმა ხისტი განცხადება გააკეთა ფილიპინელის მისამართით და აღნიშნა, რომ მენი მხოლოდ მისი სახელის გამოყენებას აპირებდა, როცა ამერიკელს რინგზე გასვლას სთავაზობდა.

“ამ ბიჭს სერიოზული პრობლემები შეექმნა და მას უნდა, რომ ეს საკითხები ფლოიდ მეივეზერმა მოაგვაროს? მას სურს, რომ მე გადავწყვიტო ეს პრობლემები 68 მილიონ დოლარად? ადრე მე მას არ ვჭირდებოდი, ახლა კი დავჭირდი. დღეს ის მზად არის ყველაფერზე წავიდეს ჩემთან შესახვედრად. ადრე მენი მეუბნებოდა, რომ სურს ჰონორარის თანაბრად გაყოფა, ახლა კი ასეთ რამეს მეუბნება: “ფლოიდ, რაღაც მაინც მომეცი. გაიმეტე ბებერი და თავზეხელაღებული ძაღლისთვის ძვალი”
.

პაკიაომ, ფაქტობრივად, თავიდან მომიშორა, როცა განაცხადა, რომ არ სჭირდება ჩემ მიერ შეთავაზებული 40 მილიონი დოლარი და რომ ის იგივე თანხას იღებს, რამდენსაც მე მიხდიან. თუ შენ იგივე თანხას იღებ, თუ შენი ბრძოლების ტელეტრანსლაციები ისევე იყიდება, როგორც ჩემი, მაშინ მე შენ აღარ გჭირდები. არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვს მას ბობ არუმთან, მაგრამ მე არ ვაპირებს ამ პრომოუტერთან საქმის დაჭერას”
, - განაცხადა მეივეზერმა.

კინგი კლიჩკოთი კმაყოფილია
ლეგენდარული და სკანდალური პრომოუტერი დონ კინგი მორიგი ეპატაჟური განცხადებით გამოვიდა. კინგმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ უკრაინელმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. საქმე ისაა, რომ უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნის ეს გადააწყვეტილება გზას უხსნის კინგის კლიენტს - კანადელ ბერმეინ სტივერნს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვაკანტური ტიტულისკენ.

“ბერმეინს დიდი ხანი მოუწია ლოდინი, სანამ ვიტალი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობდა. და ახლა ძალიან მიხარია კლიჩკოსა და ბერმეინის გამო. ერთი წელი ლოდინი მოგვიწია, მაგრამ ახლა მივიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ”
, - განაცხადა კინგმა ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად ასეა, ავადმყოფებს მკურნალობა სჭირდებათ და არა გაპიარება. იცით რომ შიდს თავიდან ცისფერი ჭირი უწოდეს? იცით რატომ? იმიტომ რომ ჰომოები ყველაზე ხშირად ავადდებიან HIV/AIDS-ით. პიდორების პრ-ი კი პრაქტიკულად ჭირის გავრცელების პრ-ია. აკრიფეთ რომელიმე სამძებრო ვებ-გვერდზე Gay man blood donor ban
good
10:06 10-01-2014
0
Good - თემაში კარგად ჩახედული პროფესიონალის ხელი იგრძნობა თქვენს ნაწერში!
მიჩინიო
10:56 10-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული