ფლოიდ მეივეზერის 10-მილიონიანი ფსონი

AutoSharing Option
მთელი სპორტული სამყარო ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ფინალის - სუპერბოულის მოლოდინშია. ეს მატჩი 3 თებერვალს, ისტ-რუზერფორდში გაიმართება და ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან "დენვერ ბრონკოსი" და "სიეტლ სიჰოქსი".

როგორც პორტალი Sbnation-ი წერს, ამერიკელმა მოკრივემ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფსონი გააკეთა "დენვერის" მოგებაზე. თავად მოკრივეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. სხვა მონაცემებით, ფლოიდმა სამი მილიონი დადო "დენვერის" მოგებაზე პირველ ტაიმში.

36 წლის მეივეზერი ცნობილია ტოტალიზატორისადმი სიყვარულით. მაგალითად, შარშან ივნისში მან 5.9 მილიონი დოლარი დადო "მაიამისა" და "ინდიანას" მატჩის
შედეგზე. მაშინ "ჰიტის" კალათბურთელებმა გაამართლეს მოკრივის იმედები, როცა შვიდი ქულის სხვაობით მოიგეს. მეივეზერმა იმ ფსონით 11 მილიონზე მეტი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული