მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგის ლიდერმა, 37 წლის დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ბრძოლის შესახებ წინადადებით მიმართა პირველ ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, ბრიტანელ ამირ ხანს, მაგრამ ამერიკელმა ერთი პირობა წამოაყენა: ხანმა 3 მარტს, საკრივო შოუს დროს უნდა დაამარცხოს სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ედრიენ ბრონერი. სწორედ ამ შოუზე შედგება მეივეზერის ბრძოლა ნახევრად საშუალო წონაში WBA-ს მსოფლიოს ჩემპიონთან, მარკო მაიდანასთან.
"3 მარტს რთული ბრძოლა მელოდება და სხვა შეხვედრები არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ამირ ხანი იმ საღამოს ედრიან ბრონერს შეხვდება და დაამარცხებს მას, მე შევხვდები ბრიტანელს", - ამბობს მეივეზერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"